მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მოისმენთ Chant du départ-ს, რომელიც ეტიენ ნიკოლა მეულმა და მარი-ჟოზეფ შენიემ შექმენს 1794 წელს. აღსანიშნავია რომ სწორედ ეს სიმღერა ( და არა მარსელიეზა) გახდა შემდგომში ნაპოლეონის იმპერიის ჰიმნი. და ბოლოს, პოდკასტში ასევე მოისმენთ ნაწყვეტს მარსელიეზიდან (La Marseillaise) რომელიც კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა 1792 წელს და უმალვე რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.