Listen

Description

🚀 დედამიწა ერთ მეტრამდე რომ შეკუმშო, შავ ხვრელად იქცევა. და ამ შავი ხვრელების ფიზიკის გარეშე თქვენი GPS რამდენიმე კილომეტრით შეცდებოდა.

ჯუკა და ლუი შავი ხვრელების ისტორიას ნიუტონიდან იწყებენ: კომეტები და მეტეორების წვიმა, პირველი „ბნელი ვარსკვლავები“, აინშტაინის გამრუდებული სივრცე-დრო და შვარცშილდის რადიუსი. როგორ იბადება შავი ხვრელი, რატომ ვერასდროს დაინახავ, როგორ ვარდება მასში რამე, და როგორ „ორთქლდება“ ის ჰოკინგის გამოსხივებით.

ასევე: ჩინური სადგური „ზეციური სასახლე“ (ტიანგონგი), რომელიც უკონტროლოდ ჩამოვარდა დედამიწაზე; დაკარგული საბჭოთა მთვარემავალი, რომელიც მოყვარულმა ასტრონომმა იპოვა; და The Expanse — წიგნი და სერიალი, სადაც ხომალდი დასამუხრუჭებლად ტრიალდება.

⏳ ჩანაწერი 2018 წლის აპრილისაა. ერთ წელიწადში კაცობრიობამ შავი ხვრელის პირველი ფოტო ნახა, 2022 წელს კი — ჩვენი გალაქტიკის ცენტრის, მშვილდოსნის A*-ისაც.

🎙 წამყვანები: ჯუკა (პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა) და ლუი (გიორგი)

📝 ეპიზოდის ბლოგი: http://georgianscience.blogspot.com/2018/04/05.html

⏱ ეპიზოდის სარჩევი
00:00:00 მისალმება: შავი ხვრელები, სადგურები და The Expanse
00:01:28 რა არის შავი ხვრელი? ასტრონომია და ასტროფიზიკა
00:02:31 ნიუტონი, კეპლერი და კომეტები
00:05:30 კომეტის კუდი და მეტეორების წვიმა
00:08:10 სინათლე — ნაწილაკი თუ ტალღა? პირველი „ბნელი ვარსკვლავები“
00:10:19 სინათლის სიჩქარე იუპიტერის თანამგზავრებით
00:12:24 აინშტაინი და გამრუდებული სივრცე-დრო
00:14:07 შვარცშილდის რადიუსი: დედამიწა ერთ მეტრში
00:16:25 დრო შავ ხვრელთან და „ინტერსტელარი“
00:18:06 რატომ არ იმუშავებდა GPS აინშტაინის გარეშე
00:18:54 დამუხტული და მბრუნავი შავი ხვრელები
00:23:43 ჰოკინგი და შავი ხვრელების თერმოდინამიკა
00:26:48 ჰოკინგის გამოსხივება: ვირტუალური წყვილები
00:31:45 გრავიტაციული ტალღები და LIGO
00:33:47 როგორ იბადება შავი ხვრელი
00:37:34 ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება
00:40:50 რატომ ვერასდროს დაინახავ ჩავარდნას შავ ხვრელში
00:41:43 გრავიტაციული ლინზა და აკრეციული დისკი
00:48:45 „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი“
00:51:55 რატომ არის რკინა ვარსკვლავის ბოლო სადგური
00:54:06 ირმის ნახტომის ცენტრი და თეთრი ხვრელები
00:56:47 ზემასიური და მიკრო შავი ხვრელები
01:00:28 რატომ ჩანს თეორიული ფიზიკა „მორგებულად“
01:04:48 ჩინური სადგური „ზეციური სასახლე“ ჩამოვარდა
01:10:18 დაკარგული მთვარემავალი, რომელიც მოყვარულმა იპოვა
01:12:57 The Expanse: წიგნი და სერიალი
01:21:08 ფიზიკა The Expanse-ში
01:23:14 21g: კოსმონავტები, რომლებიც ძვლების ხმას ისმენდნენ
01:24:38 დამშვიდობება

📚 ეპიზოდში ნახსენები
ვსაუბროთ, შავ ხვრელებზე;
შვარცშილდის რადიუსზე;
ჩინურ კოსმოსურ ხომალდზე - Tiangong (ზეციური სასახლე)

ვსაუბროთ თემებზე, რომელზეც შთაგვაგონა შავვმა ხვრელებმა
აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:
კარლ შვარცშილდი: Karl Schwarzschild, Карл Шварцшильд.
შავი ხვრელი, Чёрная дыра, Black hole.
როი კერი - მეცნიერი რომელმაც მბრუნავი შავი ხვრელების ამონახსნი იპოვა: Roy Kerr, Рой Керр.
ლუის მიერ ნახსენები წიგნი "ინჟინერ გარინის ფიპერბოლოიდი": Гиперболоид инженера Гарина.
ჩინური კოსმოსური სადგურების პროგრამა "ზეციური სასახლე" (ტიანგონი): Tiangong program.
სერიალ The Expance-ის ტრეილერი The Expanse | Trailer [HD] | Netflix.
წიგნების სერია The Expance (ექსპანსია, გავრცელება, ცის თაღი, "ზესკნელი"): The Expanse (novel series), Экспансия (серия книг).

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━
🌌 მეცნიერება ყველასათვის — „რა ადგილი უკავია კაცობრიობას უსასრულო და მარადიულ სამყაროში?“

💛 მხარი დაუჭირეთ პროექტს
Patreon: https://www.patreon.com/ScienceForEveryone
PayPal: jukarnarius@yahoo.com
BasisBank: GE24BS0000000025545942
TBC: GE64TB7346445061600003
Bank of Georgia: GE93BG0000000161624319
🙏 დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს — თქვენ გარეშე პოდკასტი არ იარსებებდა.

🎧 YouTube: https://www.youtube.com/@mecniereba
SoundCloud: https://soundcloud.com/science_for_everyone
ბლოგი: https://georgianscience.blogspot.com/