Listen

Description

სამეცნიერო გასართობიPodCast-ის ეპიზოდი 08.

The Expanse (ექსპანსი) - სერიალი და წიგნების სერია 'ექსპანსი', გამოირჩევა საპლანეტაშორისო ეკონომიკის დეტალური აღწერით. ეპიზოდში ვმსჯელობთ თუ რამდენად რეალისტურია სერიალში და წიგნებში აღწერილი ეკონომიკა და ფიზიკა.

http://georgianscience.blogspot.com/2019/02/08-expanse.html

დეტალურად წიგნების სერიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით. სხვათა შორის უკვე გამოსულია 7 წიგნი, და მოელიან მე-8 (2019 წლის მარტი) და მე-9 (2020 წელს) წიგნის გამოსვლას: The_Expanse_(novel_series), Пространство (серия книг);
ამჟამად არის სერიალის 3 სეზონი, მაგრამ ამაზონი გვპირდება რომ 2019 წელს გამოუშვებს მე-4 სეზონს: The_Expanse_(TV_series), Пространство (телесериал);
ბმული სერიალის ტრეილერზე: The Expanse Trailer, Пространство / The Expanse / 2015 / Трейлер на русском;
გადატვირთვა (ინგლისურ ტერმინოლოგიაში g-force). იხილეთ ბმული: G-force, Перегрузка;
გადატვირთვის რეკორდსმენი აღმოჩნდა, შეერთებული შტატების სამხედრო პილოტი ჯონ სტაპი (John Stapp). ლაბორატორიულ პირობებში მან გაუძლო გადატვირთვას 46g (46ჟე). იხილეთ ბმული: What's The Strongest G-Force Humans Can Tolerate?
ეპიზოდში აღწერილი რეკორდი ეკუთვნოდა 'სოიუზ 18/1'-ის კოსმონავტებს, ვასილი ლაზარევს და ოლეგ მაკაროვს. გადატვირთვამ შეადგენდა 21g. ინციდენტის შემდეგ ლაზარევი მეტი არასოდეს დაფრინავდა, მაკაროვმა ორჯერ იფრინა ორბიტაზე, თუმცა ცხოვრების მანძილზე გადაიტანა 3 ინფარქტი და მე-4 ინფარქტი მისთვის ლეტალური აღმოჩნდა. დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ ბმული: Перегрузка, испытанная экипажем "Союза" - от 6g до 20g;

http://georgianscience.blogspot.com/2019/02/08-expanse.html

PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი