სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 09
https://georgianscience.blogspot.com/2019/02/09-da-9-12.html
ნაპერწკალური კამერა, მოწყობილობა რომელსაც იყენებენ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკების დეტექტირებისათვის: Искровая камера; Spark ჩhamber;
ცოტა მეტი ინფორმაცია, ემი-ის (ელექტრო-მაგნიტური იმპუსის) შესახებ წაიკითხეთ ბმული (EMP, იკითხება როგორც "ი-ემ-პი"): Электромагнитный импульс; Electromagnetic pulse;
დედამიწის მაგნიტური ველი ასიმეტრიული ფორმისაა, ის ტითქოს შეკუმშულია მზის მიმართულებით, მაგრამ მზის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად გაწელილ კუდს წააგავს. ამის მიზეზი არის მზისგან მოსული პლაზმასთან ზემოქმდებეა. მხარე რომელიც მზისკენ არის მიმართული 60 000კმ-ზე ვრცელდება (დედამიწის რადიუსი არის მხოლოდ 6000კმ) მაშინ როცა მზის საპირისპიროდ მიმართული კუდი ვრცელდება თითქმის 6 მილიონ კილომეტრზე. ცოტა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: Магнитосфера; Magnetosphere;
ბასარდის პირდაპირი დინების რეაქტიული ხომალდი (Bussard ramjet). ეპიზოდში აღწერილი პირდაპირი დინების რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე ჰიპოტეტური კოსმოსური აპარატია, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოძრაობისას შეაგროვებს გალაკტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცეში არსებულ ნაწილაკებს: Межзвёздный прямоточный двигатель Бассарда; Bussard ramjet;
მარსმავალი ოპორტუნიტი (შესაძლებლობა ან უფრო ხულიგნურ თარგმანში 'შანსი") აპარატის წონასთან დაკავშირებით პოდქასტის ეპიზოდში გაუგებრობას აქვს ადგილი. თავად მარსმავალი (დედამიწაზე) იწონის 185კგ-ს, მაგრამ მარსე გაიგზავნა აგრეთვე: 348კგ-იანი დასაჯდომი მოდული; 209კგ-იანი დასაჯდომი ნაჭუჭი და პარაშური; 78კგ-იანი თერმული ფარი; 193კგ-იანი მარსზე გასამგზავრებლად საჭირო სარაკეტო საფეხური და 50კგ საწვავი. რაც შეეხება მარსმავალის მუშაობის გეგმიურ დროს, თავდაპირველად ითვლებოდა რომ ის სადღაც 3 თვე იმუსავებს, მაგრამ საბოლოოდ მან შეძლო მარსზე 15წ ფუნქციონირება (15 დედამიწის წელიწადი და 8 მარსის წელიწადი). ამ დროის განმავლობაში მან ჯამურად 45კმ გაიარა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულით: Оппортьюнити; Opportunity Rover.
https://georgianscience.blogspot.com/2019/02/09-da-9-12.html
პოდქასის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis
Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი