ჩვენი სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 12, კვანტური ფიზიკა - მეორე ნაწილი.
მასში, ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მოკლედ ვისაუბროთ, შრედინგერზე, ჰაიზენბერგზე და დირაკზე.
ეპიზოდი 12
კვანტური მექანიკა - ნაწილი II
კორპოსულარულ-ტალღური დუალიზმი ან მეორე ნაერად კვანტურ-ტალღურიდუალიზმი, ეწოდება მოვლენას რომლის დროსაც ერთი და იგივე მიკროსკოპული ობიექტი ზოგ პირობებში იქცევა როგორც კლასიკური ტალღა, ზოგ შემთხვევაში როგორც კლასიკური ნაწილაკი: Корпускулярно-волновой дуализм; Wave–particle duality;
ერვინ შრედინგერი, კვანტური მექანიკის ერთერთი ფუძემდებელი, ე.წ. ტალღური განტოლების ავტორი: ერვინ შრედინგერი; Эрвин Шрёдингер; Erwin Schrödinger;
ვერნერ ჰაიზენბერგი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდეგებლი, ე.წ. მატრიცული მექანიკის ავტორი, ჩამოაყალიბა ე.წ. განუზღვრელობის პრინციპი: ვერნერ ჰაიზენბერგი; Ве́рнер Ге́йзенберг; Werner Karl Heisenberg;
ცოტა მეტი და ცოტა უფროდაწვრილებით ბორის პოსტულატებზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე გადასვლით: ბორის ქვანტური პოსტულატები; ბორის ატომი; Боровская модель атома; Bohr model;
მეტის წაკითხვა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის განკურნებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: სტატია BBC-ზე; სტატია The Guardian-ზე
როგორც ეპიზოდში ვთქვით, ყოველ ატომს (და მოლეკულასაც) აქვს თავისი უნიკალური სპექტრი (ხაზების განლაგება და რაოდენობა). ამის მიზეზია ის რომ ელექტრონები ატომების გარშემო ელექტრონები არა ნებისმიერი არამედ ძლიან კონკრეტული ორბიტებით მოძრაობენ, და მხოლოდ მაშინ იცვლიან ორბიტას როდესაც ენერგიას ან შთანთქავენ ან ასხივებენ.
PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis
Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone