Listen

Description

ეპიზოდი ბოზონებზე, ფერმიონებზე, და უფრო მეტად უცნაურ ფილმებზე რომლების შესახებ ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ.

ბოზონები და ფერმიონების შესახებ მოკლედ შეგიძლიათ ნახოთ კერძოდ ფერმიონებზე: ფერმიონი; Fermion, Фермион; ბოზონებზე: Boson; Бозон.

ანატოლი პეტროვიჩ ბუგორსკი, ადამიანი რომელსაც შემთხვევით, ამაჩქარებლის რემონტის დროს, თავში მოხვდა პროტონების ჭავლი: Анатолий Петрович Бугорский, Anatoli Bugorski;

წიგნი რომელსაც აღწერს ლუი, და რომელშიც პარალელურ სამყაროში მოგზაურობისას ადამიანს აეკიდება რაღაც უცნარი არსება-პარაზიტი: Time is the Simplest Thing.

ფილმების ჩამონათვალი
საშინელებათა ფილმი რომელიც მოვიხსენიეთ, რომელსაც მცირე ბიუდჟეტის მიუხედავად საკმაოდ კარგი რეიტინგები აქვს, და რომლის რეჟისერია დევით მიტჩელი, არის 'ის მისდევს': It Follows;

ფილმი ასევე მცირებიუდჟეტიანი, მაგრამ საინტერესო ფაბულის მქონე ფილმი სექტაზე, რომლის წევრებიც რატომღაც არ ბერდებიან, არის 'უსასრულო': The Endless;

ლუის მოხსენიებული ფილმი, უცხოპლანეტელებზე, სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით, სახელად 'კანქვეშ': Under the Skin (2013 film);

საინტერესო ფილმი პარალელურ სამყაროებზე, 'კოჰერენტულობა': Coherence;

სასაცილო მულტფილმი სპაიდერმენზე რომელიც აღმოაჩენს რომ სამყაროში მრავლადაა პარალელური სამყარო რომელშიც ყველაში, სპაიდერმენის საკუთარი ვერსიაა: Spider-Man: Into the Spider-Verse;
კომედია კოსმოსურ სადგურზე სახელად, 'კოსმოსური სადგური 76': Space Station 76;

ამერიკული ფანტასტიკური ფილმი, რომელშიც ხალხი ოჯახებად დადის სხვადასხვა პლანეტაზე ლუკმა პურის საშოვნელად, ალბათ ყველაზე ზუსტად ითარგმნება როგორც 'იმედი': Prospect (film);
ფანტასტიკური ფილმი, რომელშიც ადამიანებს გენმოდიფიცირებას უკეთებენ იმისთვის რომ მათ შესძლონ სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე ცხოვრება: The Titan (film);
ფილმი 'დავიწყება', ფილმი რომელშიც ტომ კრუზს ავალებენ დედამიწიდან წყლის შეგროვებას იმისთვის რომ კაცობრიობა წარმატებით გადასახლდეს ტიტანზე: Oblivion (2013 film)

ხვალინდელი დღის კიდე, კოდური სახელით, 'იცხოვრე, მოკვდი, გაიმეორე' ესეც საკმაოდ საინტერესო, ჩახლართული და აქტიური ქმედებით დატვირთული ფილმი Edge of Tomorrow;

საინტერესო მულტფილმების სერია 'სიცოცხლე, სიკვდილი და რობოტები': Love, Death & Robots

ფილმი ბოროტ სუპერმენზე: Brightburn;

თვაილაითის მოყვარულთათვის არის იმავე ავტორის დაწერილი წიგნის მიხედვით გადაღებული ფანტასტიკური ფილმი მასპინძელი: The Host (2013_film);

ძალიან უცნაური ფილმი, გამოგონებაზე რომელიც მისცემს ადამიანს საშუალებას ნახოს რა არის სიკვდილის შემდეგ: The Discovery (film);

ფანსტასტიკური ფილმი, რომელშიც სამეცნიერო კონსულტანტები იყვნენ სტეფენ ვოლფრამი და მისი შვილი, მათ მოიგონეს დამწერლობის ენა რომელიც გამოყენებულია ფილმში 'მოსვლა': Arrival (film).

PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)

წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.

ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone