როცა მოგვიხმობს პარტია,
აგუგუნდება მთა–ბარი,
მამულს შესწიროს სიცოცხლე
ყველა ჩვენგანი მზად არის.
ზეცაზე დიადი და ბრწყინვალე ვარსკვლავი ანთია,
ძმობის და მშვიდობის ზეიმის წმინდა დილა ბრწყინდება,
ლენინს და პარტიას ვუმღეროთ დიდება,
ლენინს და პარტიას ვუმღეროთ დიდება,
მოვდივართ დედა სამშობლოვ,
შენი ნათელი გვარტყია,
ჩვენი დროშაა ლენინი,
ჩვენი რწმენაა პარტია!
კანტატის ავტორი: რევაზ ლაღიძე
"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი" - პაატა ბურჭულაძე