Look for any podcast host, guest or anyone
Showing episodes and shows of

Alexander Mikaberidze And Nika Khoperia

Shows

საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 87: ნაპოლეონ III და მეორე იმპერიაგრძელი პაუზის შემდეგ, დავუბრუნდით საყვარელ საქმეს, ამჯერად ნაპოლეონ III-სა და საფრანგეთის მეორე იმპერიის აღზევებასა და დაცემაზე სასაუბროდ.  2024-12-232h 40საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 86: ეჰ რიდლი, რიდლი....   დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს... 2023-11-2751 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 85: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 4 ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი)   დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს. 2022-06-0945 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 84: ნაპოლეონის ანდერძი, 1821 წ. დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე.  2022-05-0537 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 83: უკანასკნელი ბრძოლა -წმ. ელენეს კუნძული, 1815-1821 წწ. "ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი)   დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს. 2022-04-1848 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 82: გზა წმ. ელენესკენ ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი)   ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მიმოწერას ინგლისის პრინც-რეგენტთან, ტყვეობას ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" და ბოლოს, ნაპოლეონის მეორედ, ამჯერად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაზე. 2021-11-1650 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 81: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 2 ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)   2021-04-301h 01საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 80: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 1 ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.)   დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.     2021-01-1343 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 79: "ასი დღე," 1815 წლის მარტი-ივლისი ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს   დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე. 2020-12-1547 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 78: უელინგტონის ტრიუმფი, ნაწილი 2 ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი)   პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრანგეთში 1814 წელს, როდესაც მოკავშირეებმა აიძულეს ნაპოლეონი, გადამდგარიყო ტახტიდან. 2020-11-1059 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1 26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი) დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე. უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ  ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში.  ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში. 2020-09-101h 00საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 76:"არწივის გადაფრენა," 1815 წ. მარტი.დღეს ნაპოლეონის დაბადების 251-ე წლისთავია, ხოლო ჩვენი პოდკასტის მეოთხე დაბადების დღე! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, თქვენს გარეშე ეს პროექტი ნამდვილად არ იარსებებდა!   ნაპოლეონის და ჯარისკაცების შეხვედრა დაბა ლაფრეითან, 1815 წლის 7 მარტს   დღეს გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც განვიხილავთ "არწივის გადაფრენას" - ნაპოლეონის მსვლელობას ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან პარიზამდე 1815 წლის მარტში.   2020-08-1543 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 75: ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე, 1814 წ. მაისი-1815 წ. თებერვალი   ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე (ორას ვერნეს ნახატი)     პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების პერიოდზე, მის რეფორმებსა და კუნძულის აღმშენებლობაზე; ასევე ვენის კონგრესის მონაწილე ქვეყნების გეგმებზე, საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე და ნაპოლეონის კიდევ ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე. 2020-06-1943 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 74: ნაპოლეონის გამოსათხოვარი, 1814 წ. აპრილი ნაპოლეონი ემშვიდობება იმპერიული გვარდიის ნაწილებს ფონტენბლოში, 1814 წლის 20 აპრილს.   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ 1814 წლის აპრილის მოვლენები როდესაც ნაპოლეონმა და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფონტენბლოს ხელშეკრულებას და ნაპოლეონი წავიდა თავის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე. 2020-06-171h 10საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 73: "მოღალატე მარშალი?" ოგიუსტ მარმონი   დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონი მარშალზე ოგიუსტ მარმონზე, რომელმაც საინტერესო და რთული ცხოვრება განვლო. ნაპოლეონის ახალგაზრდობის მეგობარი, მას მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნაპოლეონთან, მრავალი დაბრკოლება გადალახა და დიდი წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ ყოველივე ამას ხაზი გადასვა 1814 წლის აპრილის პირველ კვირას. მას შემდეგ მარმონი აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ Raguse... 2020-04-261h 46საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 72: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 4 ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 1814 წლის კამპანიის ბოლო ეტაპზე - კრაონის, ლაონისა და არს სიურ ობის ბრძოლებზე, ნაპოლეონისა და მოკავშირეების ბოლო საზავო მცდელობაზე. 1814 წლის 31 მარტს მოკავშირეებმა აიღეს პარიზი. 2020-04-2457 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 71: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 3  ნაპოლეონი 1814 წელს (პოლ დელაროშის ნახატი)   დღეს ვასრულებთ 1814 წლის კამპანიის მეორე ეტაპის განხილვას როდესაც ნაპოლეონმა შეძლო მოკავშირეთა რიცხობრივად უპირატესი ჯარების შეცერება და უკუგდება. მაგრამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ნაპოლეონმა ვერ შეძლო სტრატეგიული წარმატების მოპოვება და ომი გაგრძელდა. 2020-04-1519 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 70: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 2  დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციას რომელიც "ექვს დღიანი კამპანიის" სახელითაა ცნობილი. 1814 წლის 9-14 თებერვალს ნაპოლეონმა გამოიყენა მოკავშირეთა მიერ დაშვებული შეცდომები და ოთხ დღეში ოთხჯერ დაამარცხა ბლიუხერის სილეზიის არმია. 2020-03-1925 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 69: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 1 ჟან-ლუი-ერნესტ მესონიეს ცნობილი ნახატი, "საფრანგეთის კამპანია, 1814 წ." პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონისა და მეექვსე კოალიციის ომს 1814 წლის ზამთარში, მათ შორის დაზავების მცდელობას და საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში. 2020-01-2847 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 68: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 3  მრავალსახოვანი ტალეირანი (1815 წელს გამოცემული ფრანგული კარიკატურა)   დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1800-1806 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.    2019-12-1343 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 67: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 2  ტალეირანი 1817 წელს (პიერ პაულ პრუდონის ნახატი)   დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1794-1799 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი იმყოფებოდა უცხოეთში ხოლო საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და დაინიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. 2019-11-1436 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 66: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 1   შარლ მორის დე ტალეირან პერიგორის შესახებ ბევრ ადამიანს სმენია... მასზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ 1780 წლიდან მოყოლებული, 50 წლის განმავლობაში, მან ემსახურა, და საბოლოოდ ზურგი შეაქცია, საფრანგეთის ყველა მთავრობას. დღეისათვის საზოგადოების წარმოდგენაში ტალეირანი გაიგივებულია ორ-პირა, გაიძვერა პიროვნებასთან რომელმაც არ იცის რა არის მრწამსი თუ პრინციპები, და პირადი სარგებლობის სურვილით მოქმედებს ყოველთვის. მაგრამ ვფიქრობთ ეს ტალეირანის შაბლონური აღწერაა. ამ პოდკასტში ვეცდებით განვიხილოთ ტალეირანის ცხოვრების პირველი ეტაპი და ახალი კვლევების საფუძველზე შევაფასოთ მისი პიროვნება და მოღვაწეობა. 2019-10-171h 09საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 65: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასასრული - "ერების ბრძოლა" ლაიფციგთან ბრძოლა ლაიფციგთან (ალექსანდრე ზაუერვეიდის ნახატი)   1813 წლის 16-19 ოქტომბერს ქალაქს ლაიფციგთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონსა და მეექვსე კოალიციის ძალებს შორის. ეს ბრძოლა, რომელმაც მალევე "ერების ბრძოლის" (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) სახელი მოიხვეჭა, ნაპოლეონის ომების ყველაზე მსხვილი სამხედრო დაპირისპირება იყო. მოკავშირეთა მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ბოლო ბოუღო ნაპოლეონის ბატონობას გერმანიაში. 2019-10-1541 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 64: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასაწყისიახალ ეპიზოდში განვიხილავთ 1813 წლის შემოდგომის კამპანიის პირველ ნაწილს - ნაპოლეონმა დაამარცხა მოკავშირეები დრეზდენთან მაგრამ ეს გამარჯვება ამაო გამოდგა... 2019-10-1223 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 63: ნაპოლეონის დიდი მეტოქე: კლემენს ფონ მეტერნიხი, ნაწილი 1 დღეს ჩვენთან სტუმრად არის პროფ. თორნიკე შარაშენიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ევროპის დიპლომატიის ისტორიაზე არაერთი წიგნის ავტორი. ჩვენი საუბრის თემაა სახელგანთქმული ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი კლემენს ვენცელ ლოთარ ფონ მეტერნიხი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის დამარცხებაში 1813-1815 წწ. პოდკასტის ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ მის ადრეულ ცხოვრებას და კარიერას 1813 წლამდე.  2019-09-2350 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 62: პლეიშვიცის დაზავება, 1813 წ. ივნისი-აგვისტო ნაპოლეონი და მეტერნიხი დრეზდენში შეხვედრის დროს, 1813 წლის 26 ივნისი.   დღეს განვიხილავთ პლეიშვიცის დაზავებას რომელიც დაიდო ნაპოლეონსა და მოკავშირეებს შორის 1813 წლის ივნისში. მომდევნო ცხრა კვირის განმავლობაში ორთავე მხარე აქტიურად აწარმოებდა დიპლომატიური მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ავსტრია განუდგა ნაპოლეონს და მხარი დაუჭირა მეექვსე კოალიციას. 2019-09-1935 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 61: "ორი ბიჭის ამბავი" - ნაპოლეონი და მისი შთამომავლობა ელეონორა დენუელი დე ლა პლანი, ნაპოლეონის პირველი ვაჟის დედა.   მართალია ნაპოლეონის ერთადერთი კანონიერი შვილი გარდაიცავალ უშვილოდ 1832 წელს, დღეისათვის არსებობს 100-ზე მეტი პიროვნება რომელთა უშუალო წინაპარი ნაპოლეონია, მათ უმეტესობაა ნაპოლეონის უკანონო შვილების, შარლ ლეონის და ალექსანდრე ვალევსკის, შთამომავლობა. 2019-08-2827 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 60: იმპერიის საპასუხო დარტყმა, 1813 წლის გაზაფხულის კამპანია  ნაპოლეონი 1813 წელს (ერნესტ კროფტსის ნახატი)   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ფრანგული ჯარის აღორძინებას რუსეთში დამარცხების შემდეგ და მის მიერ 1813 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ წარმატებულ კამპანიას. 2019-08-2535 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 59: "ყველაზე უმანკო ადამიანი": დომენიკ-ჟან ლარეი დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი) ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდა ჯარის საპატივცემულოდ ერთი პიროვნების ძეგლის დადგმა," აღნიშნა ნაპოლეონმა, "ეს პიროვნება უთუოდ ლარეი უნდა იყოს. ის ხომ ყველა დაჭრილსა და დამაშვრალსა თავისი ოჯახის წევრად თვლის." 2019-08-0925 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 58: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 4: მოსკოვის ხანძარი და უკან დახევა ("ნაპოლეონის უკან დახევა", პოლონელი მხატვარი ჟერზი კოსაკი) ამ ეპიზოდში ჩვენ ვაგრძელებთ ნაპოლეონის 1812 წლის რუსული კამპანიის განხილვას და ვეხებით მის მეორე ეტაპს - მოსკოვის დაკავებას, ნაპოლეონის საბედისწერო შეყოვნებას რუსეთში და ხანგრძლივ და რთულ უკან დახევას, რომელმაც „დიდი არმია“ შეიწირა. 2019-08-061h 28საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 57: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 3: ბოროდინოს ბრძოლა ბოროდინოს ბრძოლა, მხატვარი ლუი ლეჟენი, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში (მსახურობდა მარშალ დავუს კორპუსში) დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ბოროდინოს ბრძოლას, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლას სადაც, 1812 წლის 7 სექტემბერს, თორმეტ საათიანი ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონის ჯარმა ვერ შეძლო რუსული არმიის დამარცხება, თუმცა მეორე დღეს რუსმა მთავარსარდალმა მიხეილ კუტუზოვმა უკანდახევის ბრძანება გასცა და მოსკოვისაკენ დაიხია. 2019-06-2646 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 56: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 2: ნემანიდან სმოლენსკამდე დღეს განვიხილავთ რუსეთის კამპანიის პირველ ნახევარს. ნაპოლეონის დიდმა არმიამ გადალახა მდინარე ნემანი მაგრამ ვერ შეძლო რუსებისათვის ბრძოლის თავზე მოხვევა. რუსული ჯარები სმოლენსკისაკენ უკან იხევენ. 2019-04-171h 08საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 55: "უშიშარი მარშალი" ნიკოლა შარლ უდინო მარშალი ნიკოლა შარლ უდინო, რეჯიოს ჰერცოგი (ლევეზუ დე ვეზინის ნახატი)   1812 წლის კამპანიის დროს თავი გამოიჩინა მარშალმა ნიკოლა შარლ უდინომ, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მისი ცხოვრების მოკლე მიმოხილვა. 2019-03-1533 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 54: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 1: დიპლომატიური და სამხედრო სამზადისი ფრანგული ჯარის გადასვლა მდინარე ნემანზე, 1812 წ. ივნისში (მაირბახის ნახატი) პოდკასტში ვსაუბრობთ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობაზე 1810-12 წლებში; მიმოვიხილავთ რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის გამომწვევ მიზეზებს, ძალთა ბალანსსა და სტრატეგიებს. 2019-02-211h 02საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 53: ნაპოლეონის ომები სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, 1807-1811 წწ. ბრიტანული ფლოტის დამარცხება გრან პორტის ბრძოლაში 1810 წელს (პიერ-ჟულიენ გილბერტის ნახატი).    დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ომების ზეგავლენას სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ბრძოლას მასკარენის კუნძულებისათვის, ბრიტანული ხელისუფლების დამყარება ინდოეთში, ბრიტანული ექსპედიცია მაკაოში და "ნაგასაკის ინცინდენტი." 2019-02-1354 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 52: ბრიტანული ექსპედიციები სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში (1806-1807 წწ.)  გენერალ ბერესფორდის და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დანებება ბუენოს აერესში 1806 წელს (მხატვარი შარლ ფუქერე, 1909 წ.)   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ბრიტანეთის მიერ მოწყობილ ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში, 1806-1807 წწ. 2019-01-1627 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 51: "Rule, Britannia, rule the waves! ტრაფალგარის ბრძოლა, 1805 წ.    ტრაფალგარის ბრძოლა (ოგიუსტ მაიერის ნახატი). წინა პლანზე განადგურებული ხომალდი არის ფრანგული სახაზო გემი Bucentaure.   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ტრაფალგარის ბრძოლას, 1805 წლის 21 ოქტომბერს, სადაც ადმირალ ჰორაციო ნელსონის ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული საზღვაო ძალები.     2018-12-0657 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 50: "Le Grand Empire" - ნაპოლეონის იმპერია 1809-1811 წლებში   1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპერიულ რეჟიმს ახასიათებდა როგორც პროგრესული ისე რეაქციული მისწრაფებები, რის გამოც ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბერჟერონი აღნიშნავს რომ “პარადოქსალურია მაგრამ ნაპოლეონი ერთდროულად უსწრებდა და ჩამორჩეოდა თავის დროს, ის ერთდროულად იყო განმანათლებლობის ეპოქის უკანასკნელი დესპოტი და ამავე დროს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი.“ 2018-10-241h 01საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 49: "დიდი არმიის ნესტორი" - მარშალი ფრანსუა ეტიენ კელერმანი   ფრანსუა ეტიენ კრისტოფ კელერმანი საფრანგეთის არმიისთვის სიმამაცისა და გამოცდილების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავე დროს პატიოსნობითა და სამართლიანობით განთქმულ კელერმანს დიდ პატივს სცემდნენ ჯარში. თვით ნაპოლეონმაც ჯეროვნად დააფასა მისი დამსახურებები და საფრანგეთის საპატიო მარშლობა უბოძა. ნაპოლეონის მარშლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კელერმანმა თავისი წარმატებების დიდ ნაწილს სწორედ ძველი რეჟიმის დროს მიაღწია და ნაპოლეონის ომებში მონაწილეობა არ მიუღია. 2018-10-1217 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 48: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 4  ნაპოლეონის ვაგრამის ბრძოლის დროს (ორას ვერნეს ნახატი)   დღეს ჩვენ ვასრულებთ მეხუთე კოალიციის ომის განხილვას და ვსაუბრობთ ვაგრამის ბრძოლაზე, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაზე რომელიც ნაპოლეონმა მოიგო 1809 წლის 5-6 ივლისს.    ერცჰერცოგი კარლი 1809 წლის კამპანიის დროს (იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი) 2018-10-1141 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 47: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 3  ბრძოლა ასპერნ-ესლინგთან (ფერნანდ კორმონის ნახატი)   ნაპოლეონის დაბრუნება ლობაუს კუნძულზე ასპერნ-ესლინგთან ბრძოლის შემდეგ (ანტონ რიტერ ვონ პერგერის ნახატი)    დღეს ვსაუბრობთ ასპერნ-ესლინგის ბრძოლაზე რომელმაც ორივე მხრიდან 45 ათასი მებრძოლის, მათ შორის ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავრის, მარშალი ლანის სიცოცხლე შეიწირა. 2018-09-1728 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 46: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 2 ჟან-ბატისტ დებრე ნახატი, "ნაპოლეონის მიმართვა ბავარიელი ჯარისკაცებისადმი აბენსბერგის ბრძოლის წინ."    ლუი ჰერზენის ნახატი, "მუტონის შეტევა ლანდსჰუტის ხიდზე" 2018-08-2528 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 45: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 1 ხვალე, 15 აგვისტოს, არა მხოლოდ ნაპოლეონის დაბადების დღეა, არამედ ჩვენი პოდკასტისაც. 2 წლის გავხდით! დიდი მადლობა ყველას ვინც ამ 24 თვის განმავლობაში გვამხვნევებდა და გვისმენდა. ამ ხნის განმავლობაში ჩავიწერეთ 45 ეპიზოდი რომლებიც ერთ 35 (!) საათიან ვრცელ საუბარს შეადგენენ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი და საუბარი გველის. დღეს ვსაუბრობთ 1809 წელს დაწყებულ მეხუთე კოალიციის ომზე. ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ტრიუმფი აღმოჩნდა. 2018-08-1437 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 44: ერფურტის კონგრესი და ნაპოლეონის ესპანური კამპანია, 1808 წ.    ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ერფურტის კონგრესის დროს. მარჯვენა მხარეს სავარძელთან დგას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე (ნიკოლას გოსეს ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ქალაქ ერფურტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც ის ამ დროს ღრმად ჩაეფლო ესპანეთში.   პოლონელთა იერიში ესპანელთა პოზიციებზე სომოსიერას ხეობაში (იანუარი სუხოდოლსკის ნახატი)     2018-07-1942 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 43: "ნაპოლეონი და საქართველო" - ინტერვიუ პროფ. კალანდაძესთან  პროფ. მერაბ კალანდაძე (ფოტო დ. ბრაგვაძის ბლოგიდან) გთავაზობთ ჩვენს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მერაბ კალანდაძესთან. პროფ. კალანდაძე უკვე მრავალი წელია იკვლევს და ასწავლის ნაპოლეონის ეპოქის ისტორიას საქართველოში და არის რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი.  2018-05-2741 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 42: ნაპოლეონი და იბერიის ნახევარკუნძული, 1807-1808 წწ.   პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთისა და პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნების - ესპანეთისა და პორტუგალიის - ურთიერთობას, ნაპოლეონის ინტერესებს ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ ინტრიგებს, ფრანგულ სამხედრო ინტერვენციას და ე.წ. „ნახევარკუნძულის ომის" (Peninsular war) პირველ ეტაპს. 2018-04-191h 09საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 41: კონტინენტური სისტემა    დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, კონტინენტურ სისტემაზე, რომელიც წარმოადგენდა ნაპოლეონის განსაკუთრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ევროპაში ინგლისის, როგორც დიდი სავაჭრო-საზღვაო იმპერიის წინააღმდეგ.     2018-04-1247 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 40: "შტაბის გენია" - მარშალი ლუი ალექსანდრე ბერტიე დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალზე, მარშალზე ლუი ალექსანდრე ბერტიეზე. 2018-04-0134 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 39: პირველი პოლონური კამპანია (1806-1807წწ) და ტილზიტის ზავი. "ნაპოლეონის და ალექსანდრეს შეხვედრა მდინარე ნემანზე" (ადოლფ რენის ნახატი)   ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ პრუსიის განადგურების შემდგომ მოვლენებს (1807 წ.) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ომს რუსებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა ცნობილი ბრძოლები ეილაუსთან და ფრიდლანდთან და ტილზიტის ზავს - ნაპოლეონის ომების პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელ ფაზას. 2018-03-061h 01საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 38: პრუსიის დაცემა, 1806 წ.   პოდკასტში განვიხილავთ 1806 წლის მოვლენებს: საფრანგეთისა და ევროპის სახელმწიფოების ურთიერთობებს მოსალოდნელი ომის ზღვარზე; პრუსია-საფრანგეთის ომის დასაწყისს, ბრძოლებს, ზაალფელდთან, იენასა და აუერშტადტთან, პრუსიის არმიის დევნასა და ბერლინის დაკავებას ნაპოლეონის მიერ.   2018-02-1545 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 37: "იაკობინელი მეფე" - მარშალი ჟან ბატისტ ბერნადოტი   დღეს გვინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო ადამიანის შესახებ რომელსაც მართლაც რომ გამორჩეული ბედი ხვდა წილად. საუბარი გვაქვს ერთ ხანს მგზნებარე რევოლუციონერზე, შემდეგ იმპერიის მარშალზე და ბოლოს შვედეთის მეფეზე ჟან ბატისტ ბერნადოტზე.  ამ ეპიზოდში გამოვიყენეთ ცნობილი ბეარნელი სიმღერის "O mon pais" (ჰოი ჩემო მხარევ) ნაწვეტი.   2018-01-1853 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 36: ევროპა აუსტერლიცის შემდეგ, 1806 წ. იანვარი-აგვისტო ნაპოლეონის და ფრანცის შეხვედრა აუსტერლიცის შემდეგ (ანტუან-ჟან გროს ნახატი)       ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მოვლენებს 1805 წელს - პრესბურგისა და შონბრუნის ზავებს, ნაპოლეონის მიერ ცენტრალური ევროპის ახლებურ მოწყობას, რაინის კონფედერაციის ჩამოყალიბებას, საღვთო რომის იმპერიის გაუქმებას, ურთიერთობას დამარცხებულ ავსტრიის იმპერიასთან, ვითარებას ინგლისში უილიამ პიტის სიკვდილი შემდეგ, მოლაპარაკებებს პრუსიის სამეფოსთან და საფრანგეთ-პრუსიის მომავალი ომის მიზეზებს. 2018-01-0934 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 35: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 2 - "აუსტერლიცის მზე" ფრანსუა ჟერარის ნახატი, "აუსტერლიცის ბრძოლა, 1805 წ. 2 დეკემბერი," (1810 წ.)     ნაპოლეონის ბრძოლებს შორის აუსტერლიცი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავია. აქ ჩვენ ვხედავთ მხედართმთავრის ბრწყინვალე ჩანაფიქრს, ადგილმდებარეობის შესანიშნავად გააზრებას და გამოყენებას, დროის საუცხოო შეგრძნებას, კორპუსებზე დაფუძნებული ახალი სისტემის უპირეტესობას, თვით ჯარისკაცების შესანიშნავ გაწვრთნას და დისციპლინას, და ოფიცერთა ჩინებულ მეთაურობას. აუსტერლიცთან ნაპოლეონმა მოახერხა მტრისთვის საკუთარი გეგმის მოხვევა, სასტიკად დაამარცხა იგი და ევროპის ბედი შეცვალა. 2017-12-2739 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 34: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 1 - ულმი ავსტრიელთა დანებება ულმთან, 1805 წ. 20 ოქტომბერს (რენე ბერთონის ნახატი)   დღევანდელი პოდკასტში განვიხილავთ პოლიტიკურ მდგომარეობას 1803-1805 წლების ევროპაში, ამიენის ზავის შედეგებს, ახალი ანტიფრანგული კოალიციის ფორმირებას ავსტრიის, ინგლისის და რუსეთის მონაწილეობით. ასევე ნაპოლეონის მზადებას მოსალოდნელი ომისთვის, „დიდი არმიის" ფორმირებას და კოალიციასთან მიმდინარე ომის სამხედრო მოქმედებებს აუსტერლიცის გენერალურ ბრძოლამდე. 2017-11-1459 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 33: ენგიენის ჰერცოგის საქმე და იმპერიის გამოცხადება, 1804 წ.  დღეს განვიხილავთ როიალისტების მიერ მოწყობილ კიდევ ერთ შეთქმულებას რომლის საპასუხოდ ნაპოლეონმა ბრძანა ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდე, ენგიენის ჰერცოგის, დაპატიმრება და გასამართლება. ახალგაზრდა ჰერცოგის დახვრეტა იმპერატორის საბედისწერო გადაწყვეტილება იყო - ფუშეს თქმით, "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა“ - რომლის შედეგად შეირყა საზოგადოებრივი აზრი და დაჩქარდა მესამე ანტიფრანგული კოალიციის ჩამოყალიბება. ამავე დროს როიალისტური შეთქმულებების ნიადაგზე მოხდა საფრანგეთში პირველი იმპერიის გამოცხადება. 2017-11-0945 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 32: "ომი და მშვიდობა" - ნაპოლეონის "დიპლომატიური შეტევა", 1801-1803 წწ.  "მშვიდობისმყოფელი ნაპოლეონი" (დომინიკ დონკრეს ნახატი) დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ, 1801-1803 წწ. წამოწყებულ "დიპლომატიურ შეტევას" რომლის შედეგად მოხდა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა და, რაც მთავარია, საფრანგეთის ინტერესების გაძლიერება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. 2017-10-241h 08საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 31: ნაპოლეონის რეფორმები (ნაწილი მეორე) და ძალაუფლების კონსოლიდაცია დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე რომელსაც ნაპოლეონი წააწყდა 1800-1803 წლებში. ამ პერიოდში პირველი კონსულის წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება მოეწყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. "ჯოჯოხეთური მანქანის" შეთქმულება რომელმაც კინაღამ ისხვერპლა ნაპოლეონი 1800 წლის 24 დეკემბერს. საპასუხოდ ნაპოლეონმა წამოიწყო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები რომელთა შედეგად მოხდა საკანონმდებლო ორგანოების დასუსტება და პირველი კონსულის ძალაუფლების გაზრდა. 2017-10-1242 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 30: "გამარჯვების საყვარელი შვილი": მარშალი ანდრე მასენა  საფრანგეთის მარშლებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანდრე მასენას, ნიჭიერ მაგრამ რთულ პიროვნებას რომელსაც ნაპოლეონთან რთული ურთიერთობა აკავშირებდა. 2017-09-1255 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 29: მარენგოს კამპანია ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნახატი, "მარენგოს ბრძოლა" (1802 წ.)   დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაზე, 1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან. მართალია ნაპოლეონმა დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია 1796-1797 წწ. მაგრამ ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ შეძლო იტალიის დაბრუნება. 1800 წელს ომი განახლდა. ბონაპარტმა მოულოდნელად გადალახა ალპები, შეიჭრა იტალიაში და ავსტრიის არმიის საკომუნიკაციო ხაზებს მიადგა. 14 ივნისს მარენგოსთან ავსტრიელებმა ჭარბი ძალებით ფრანგებს შეუტიეს და უკან დაახევინეს მაგრამ ბრძოლის ველზე გენერალ ლუი დეზეს 2 დივიზიის მოსვლამ ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ავსტრიელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ჩრდილოეთი იტალია დაეტოვებინათ. 2017-09-051h 03საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 28: ნაპოლეონი, ფუშე და პოლიციური სახელმწიფოს შექმნა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს! დღეს ვსაუბრობთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე: ნაპოლეონის მიერ პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით ნაპოლეონი ერტ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე იყო რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პოლიციურ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო წყობის ისეთ ფორმას როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმინისტრაციული ორგანოების (განსაკუთრებით პოლიციის რესუსრსებით) მეშვეობით ახორციელებს საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს. 2017-08-2351 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 27: მამაცთა შორის უმამაცესი: მარშალი მიშელ ნეი დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მარშალზე, მიშელ ნეიზე. 2017-07-181h 29საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 26: ნაპოლეონის რეფორმები დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე რომელთა შედეგად მოხდა საფრანგეთში წესრიგის და სტაბილურობის აღდგენა, ახალი ადმინისტრაციული, სასამართლო, განათლების და სხვა სისტემების ჩამოყალიბება.  2017-07-0752 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 25: "დიდი არმიის როლანდი" - მარშალი ჟან ლანი დღევანდელ პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის მარშლებზე, და ამჯერად ყურადღების ცენტრშია ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო მარშალი ჟან ლანი.  ამ დღეებში ვაპირებთ კიდევ ერთი პოდკასტის ჩაწერას რომელშიც ვისაუბრებთ 18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და ჩატარებულ რეფორმებზე. 2017-06-151h 05საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 24: "რკინის მარშალი" ლუი ნიკოლა დავუ პატიოსანი, თავდაუზოგავი, პირდაპირი და ულმობელი - ასეთი იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მარშალი ლუი ნიკოლა დავუ (Louis-Nicolas Davoût). წმ. ელენეს კუნძულზე მყოფი ნაპოლეონი, მრავალი წლის გადასახედიდან აღნიშნავდა, რომ დავუ იყო "საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და უმწიკვლო გმირი." როგორც მხედართმთავარი, დავუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და თავისი სამხედრო ნიჭი არაერთხელ გამოავლინა ბრძოლის ველზე. 2017-05-1046 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 23: ძალაუფლების განმტკიცება, 1799 ნოემბერი - 1800 მარტი   დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთში 1799 წლის 18-19 ბრიუმერის მოვლენების შემდგომ განვითარებულ პროცესებს; ნაპოლეონის, სიესისა და როჟე დიუკოს ერთობლივ კონსულობას, მუშაობას ახალ კონსტიტუციაზე და მის გამოქვეყნებას. 2017-05-0953 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 22: 18 ბრუმერი პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ საფრანგეთის მდგომარეობას 1798-1799 წლებში და ომს მეორე ანტიფრანგული კოალიციის წინააღმდეგ; ნაპოლეონის დაბრუნებას ეგვიპტიდან, 1799 წლის ნოემბრის მოვლენებს, 18-19 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებას და დირექტორიის მმართველობის დასრულებას. 2017-04-0551 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 21: ეგვიპტის კამპანიის დასასრული, 1799 წ. ამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის ბოლო ეტაპზე. მიმოვიხილავთ მის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელობას ევროპული მეცნიერებისა და კულტურისათვის. ასევე ნაპოლეონის საფრანგეთში დაბრუნების საკითხს, მის მიზეზებსა და შედეგებს. 2017-03-1447 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 20: ლაშქრობა ეგვიპტეში, 1798 წ. აგვისტო - 1799 წლის ივნისი დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ ეგვიპტეში ჩატარებულ რეფორმებზე და 1799 წლის კამპანიაზე პალესტინაში. მართალია ფრანგებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, მათ შორის თაბორის მთასთან სახელგანთქმულ ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს სენ ჟან დ'აკრის ციხესიმაგრის აღება და ეგვიპტეში დაბრუნდნენ. 2017-03-0759 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 19: ლაშქრობა ეგვიპტეში, 1798 წ. მაისი-ივლისი პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიაზე, ფრანგთა საექსპედიციო არმიის მგზავრობაზე საფრანგეთიდან ეგვიპტისკენ, განვიხილავთ კუნძულ მალტას დაპყრობას, მამლუქებთან გამართულ ბრძოლებს, ალექსანდრიისა და კაიროს დაპყრობას და საზღვაო ბრძოლას ფრანგულ და ინგლისურ ფლოტებს შორის აბუკირის ყურეში.          2017-02-1751 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 18: ომი და მშვიდობა, 1797-1798დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის დაბრუნებაზე საფრანგეთში, მის ურთიერთობაზე დირექტორიის წევრებთან და ეგვიპტეში ლაშქრობის სამზადისზე.     ნაპოლეონის საპატივსაცემოდ მოწყობილი დიდი ზეიმი პარიზში     2017-01-2753 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 17: ნაპოლეონი და ჟოზეფინა (ნაწილი 1)დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის და ჟოზეფინას გაცნობაზე, მათ ურთიერთობაზე, ქორწინებაზე და პირველ პრობლემებზე. 2017-01-1647 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 16: ბონაპარტი როგორც დიპლომატი: ლეობენი და კამპო ფორმიო, 1797 წ.ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის იტალიური კამპანიის დასრულების შემდგომ მოვლენებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ავსტრიელებთან და კამპო ფორმიოს ზავის დადებას. ასევე ვსაუბრობთ როიალისტთა გააქტიურებაზე საფრანგეთში და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონის ბრძოლაზე.   2016-12-151h 02საუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 15: არკოლა, რივოლი და იტალიური კამპანიის დასასრულიამ პოდკასტში მიმოვიხილავთ ნაპოლეონის 1796-97 წლების იტალიური კამპანიის ბოლო პერიოდს: ავსტრიელთა წარუმატებელ კონტრშეტევებს ფრანგთა წინააღმდეგ, რივოლისა და არკოლას ცნობილ ბრძოლებს, რომის პაპის დამარცხებასა და ფრანგთა გალაშქრებას ავსტრიაზე, რასაც მოჰყვა მათ სასარგებლოდ ზავის დადება ავსტრიის იმპერიასთან. 2016-12-0255 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 14: იტალიური კამპანიის მეორე ეტაპი, 1796 წ. ივნისი-ნოემბერიორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796-1797 წლების იტალიურ კამპანიაზე და მიმოვიხილავთ პავიის აჯანყებას ფრანგთა წინააღმდეგ, ნაპოლეონის გალაშქრებას მდინარე მინჩიოს გადაღმა, ფელდმარშალ ვურმზერის არმიასთან ბრძოლის მეორე ეტაპს და ავსტრიელთა კონტრშეტევას ფელდმარშალ იოზეფ ალვინცის მეთაურობით. 2016-11-1838 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 13: ლოდისთან ბრძოლა და ლომბარდიის დაპყრობაამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796 წლის იტალიური კამპანიის შესახებ, მიმოვიხილავთ პიემონტის ომიდან გამოთიშვის შემდეგ არსებულ სიტუაციას, ფრანგების ახალ შეტევას ავსტრიელებზე და ბრძოლას ლოდისთან (1796 წ. 10 მაისი) რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ნაპოლეონზე.2016-11-0436 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 12: პირველი იტალიური გამარჯვებები1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. აპრილის ბოლოსთვის, მოწინააღმდეგეთაგან ერთი, სარდინია-პიემონტი, დამარცხებული და ასპარეზიდან უკვე გამოთიშული იყო, ხოლო მეორე, ავსტრიელები, უკუგდებული მდინარე პოსკენ.2016-10-2523 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 11: მზადება იტალიაში ლაშქრობისათვის, 1796 წლის გაზაფხულიამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის პირველი იტალიური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდს (1796 წლის თებერვალი-აპრილი), პოლიტიკურ სიტუაციას, მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებს, რიცხოვნობას და მიზნებს. პოდკასტის დასაწყისში გამოვიყენეთ ცნობილი ფრანგული სამხედრო სიმღერა La Chanson de l'oignon. J'aime l'oignon frit à l'huile,  J'aime l'oignon quand il est bon. J'aime l'oignon frit à l'huile, J'aime l'oignon, j'aime l'oignon. [მისამღერი] Au pas camarades, au pas camarades, Au pas, au pas, au pas, Au pas camarades, au pas camarades, Au pas, au pas, au pas. 2016-10-1832 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 10: ნაპოლეონი და ომის ხელოვნებაცოტა გრძელი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს და დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის სამხედრო ხელოვნებას.2016-10-1144 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 9: "გენერალი ვანდემიერი," 1795 წლის ოქტომბერი საუბარი გვაქვს ნაპოლეონის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე - ვანდემიერის ამბოხების ჩახშობაშაზე. გენერალი ბონაპარტი პარიზში იყო როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონაპარტმა რომელმაც. აქამდე უპრეცედენტო საშუალებით, მოქალაქეთა წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებით, დაამარცხა აჯანყებულები და ახლად დაარსებული დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა. 13 ვანდემიერის ამბოხება: შეტაკება სენ-როშის ეკლესიის კიბეებზე (სენ ჰონორეს ქუჩაზე) (მხატვარი შარლ მონე)2016-09-3030 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა... შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები 1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას. პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს. Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance,  Tu viens purifier un sol ensanglanté !  Pour la seconde fois, tu fais luire à la France  Les rayons de la liberté ; (bis)2016-09-2944 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 7: ტულონი, 1793 წ.დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა. გენერალი ჟან ბატისტი კარტო; მის მიერ შესრულებული მეფე ლუი მე-16-ს პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. პოდკასტში გამოვიყენეთ რამოდენიმე სიმღერა: 1. Le Bonnet de la Liberté - 1793 წელს დაწერილი სიმღერაა რომლის სათაური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს, წითელ ფრიგიულ ჩაჩს, გულისხმობს.   Que ce bonnet , aux bons français donne de grâces Que ce bonnet, sur nos fronts fait un bel effet Aux aristocratiques faces Rien ne cause tant de grimace Que ce bonnet 2. Chanson Royale - ეს გახლავთ ცნობილი ინგლისური სიმღერის, God Save the King, ფრანგულ-ენოვანი ვერსია რომელიც 1794-1795 წლებში გავრცელდა როიალისტურ წრეებში და მეფე ლუი მე-16 შვილს, ლუი-შარლს, ეძღვნებოდა, რაც პირველი სტროფშივე შეინიშნება: De notre jeune roi prends pitié, Dieu puissant, Dieu bienfaisant ! Contre les oppresseurs, que ton bras foudroyant Signale son pouvoir, c’est l’effroi du méchant. 3. La Marseillaise des Blancs - ეს გახლავთ როჟე დე ლილის მიერ დაწერილი სახელგანთქმული "მარსელიეზას" გადაკეთებული ვერსია, რომელსაც "როიალისტურ მარსეილიეზას" უწოდებდნენ. სიმღერის ტექსტი შეცვლილია და რევოლუციის ქება-დიდების ნაცვლად, სიმღერა რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. Allons armée catholique Le jour de gloire est arrivé  Contre nous de la République  L'étendard sanglant est levé (bis)  Otendez vés dans quiés campagnes  Les cris impurs des scélérats?  Gle venans jusque dans vos bras  Prendre vos feilles et vos femmes. Aux armes Poitevins! formez vos bataillons Marchez, marchez, le sang des Bleus rogira vos sellions 2016-09-2126 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 6: კორსიკული ოცნებების დამსხვრევა, 1793 წ.დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ 1792 წლის ზაფხულში პარიზში მომხდარ მოვლენებზე და ნაპოლეონის (და მისი ოჯახის) კორსიკიდან გაძევებაზე. კორსიკული ოცნებები, იდეალიზმი, ახალგაზრდული აღტაცება უკვალოდ გაქრა... ნაპოლეონი ამიერიდან უფრო ფხიზელი და პრაქტიკული ხდება. 1792 წლის 20 ივნისის ამბოხებაზე საუბრისას, გამოვიყენეთ ცნობილი რევოლუციური სიმღერა, Ça ira, რომელიც მეტად პოპულარული იყო რადიკალურად განწყობილი პარიზელებს შორის. სიმღერის მისამღერია: Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება les aristocrates à la lanterne! - არისტოკრატებს ვიხილავთ ლამპიონებეზე Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება les aristocrates on les pendra! - არისტოკრატებს ყველას ჩამოვახრჩობთ! Si on n’ les pend pas - თუ არ ჩამოვახრჩობეთ On les rompra - მაშინ წელში გადავტეხთ Si on n’ les rompt pas - და თუ არ გადავხტეხთ On les brûlera. - მაშინ მათ ყველას დავწვავთ Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება 2016-09-1635 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 5: საფრანგეთსა და კორსიკას შორის: ნაპოლეონი 1791-1792 წწ.მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მოისმენთ Chant du départ-ს, რომელიც ეტიენ ნიკოლა მეულმა და მარი-ჟოზეფ შენიემ შექმენს 1794 წელს. აღსანიშნავია რომ სწორედ ეს სიმღერა ( და არა მარსელიეზა) გახდა შემდგომში ნაპოლეონის იმპერიის ჰიმნი. და ბოლოს, პოდკასტში ასევე მოისმენთ ნაწყვეტს მარსელიეზიდან (La Marseillaise) რომელიც კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა 1792 წელს და უმალვე რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.2016-09-1431 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 4: ნაპოლეონი, რევოლუცია და კორსიკაპოდკასტის მორიგ გამოშვებაში ვსაუბრობთ კორსიკაზე მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებზე და ნაპოლეონსა და პასკუალე პაოლის შორის დაპირისპირებაზე.2016-09-0723 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 3: ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლები, 1785-1789.გთავაზობთ ახალ პოდკასტს - ამჯერად ვსაუბრობთ ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლებზე, პარიზის სამხედრო სკოლის დასრულებიდან რევოლუციის დაწყებამდე.2016-08-2933 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 2: ნაპოლეონის ბავშვობა და სკოლის წლებიპოდკასტის მეორე ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ბავშვობაზე, კორსიკაზე გატარებულ წლებზე და შემდეგ საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებაზე.2016-08-2139 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზენაწილი 1: კორსიკა და ბუონაპარტეებიპოდკასტის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ კორსიკაზე და ნაპოლეონის ოჯახის წარმომავლობაზე. მართალია ცოტა გრძელი გამოგვივიდა და მცირეოდენის ტექნიკური პრობლემები გადაგვხდა, მაგრამ მგონი პირველი ცდისათვის ცუდი საუბარი არ გამოგვივიდა.2016-08-1844 minსაუბრები ნაპოლეონზესაუბრები ნაპოლეონზეშესავალი მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე! პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან  XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია. 2016-08-1802 min